სალომე ზურაბიშვილი: კახეთში მუშახელის ძალიან დიდი ნაკლებობაა ყველა სექტორში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კახეთში სტუმრობისას სოფლის მეურნეობის პროექტებსა და რეგიონში დასაქმების საკითხებზე ისაუბრა.
Sputnik

„კახეთში კვლავ სასმელი წყლის პრობლემაა და მისი მოგვარება დღის წესრიგშია. დედოფლისწყაროში ეს პრობლემა უფრო მძაფრად დგას. არის კიდევ ერთი პრობლემა: ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ უმუშევრობაზე, მაგრამ კახეთში როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა ყველა სექტორში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, ბევრი ტურისტი იხილა კახეთში და სასიამოვნოა, რომ რეგიონში ტურისტული ნაკადი არ შენელებულა.