თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე სოფელ ლახამულასთან მომხდარ ავარიას ჩინელი ტურისტი ემსხვერპლა, იუწყება პირველი არხი.
23 ჩინელი გოგონას ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.