ყვითელი ამბები

„რას დაემსგავსა...“ – ბეგაშვილს გარეგნული ცვლილების გამო აკრიტიკებენ

შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია.
Sputnik

37 წლის მსახიობისა და მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად მოჭარბებული ყურადღების საგანია. მისი გარეგნობა, ვარცხნილობა, ჩაცმულობა სწრაფად ხდება განხილვის საგანი და, საერთოდ, საზოგადოება მასზე საუბარს არ წყვეტს.

მიუხედავად თავბრუდამხვევი კარიერისა, როგორც თავად შორენა ამბობს, მისი ცხოვრების გზა მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. შორენა ბავშვობას გულისტკივილით იხსენებს და ჰყვება, რომ ორი სამსახურის გამო სკოლის გაცდენა ხშირად უწევდა.
ამჯერად მოდელი და ტელეწამყვანი Instagram-ის მომხმარებლების კრიტიკის ობიექტი გახდა.
ხელმომწერები მას წარბების ახალ ფორმას უწუნებენ, რაზეც ბეგაშვილმა ხუმრობით ისიც კი დაწერა, რომ უნდა, რომ მახინჯი იყოს.
„რა კარგი და ბუნებრივი იყო ეს გოგო“, „წარბები საშინლად გაქვს“, „რას დაემსგავსა“, – უწერენ შორენას კომენტარებში.