ყვითელი ამბები

„იდაყვამდე მისწვდები?..“ – მირანდა შელიას სიმაღლე დაუწუნეს

მოდელი მირანდა შელია და ვლადისლავ რამი რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ხმაურიანი წყვილია.
Sputnik

მოსკოვში მცხოვრებმა ფოტომოდელმა მირანდა შელიამ, რომელსაც სოციალურ ქსელში მიმი შელიად იცნობენ, Instagram-ის გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

 ფოტოზე ის მის შეყვარებულთან, რეპერ ვლადისლავ რამთან და ქართველ დიზაინერთან ბიჭოლა თეთრაძესთან ერთადაა.
ფოტოზე მიმი და ბიჭოლა ურიკაზე დგანან. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, ფოტოზე მიმი რომ მიწაზე იდგეს, მისწვდება თუ არა ვლადს იდაყვამდე მაინც.
ვლადი და მიმი რუსული შოუ-ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი წყვი­ლია. წყვი­ლი გრძნო­ბებს არც სა­ჯა­როდ მა­ლავს, ვლა­დის­ლა­ვი და მი­რან­და სო­ცი­ა­ლუ­რ ქსე­ლე­ბში ხში­რად აქვეყნებენ ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს. ვლა­დის­ლავ რამი 23 წლი­საა, პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა ჯგუფ­მა MBAND.
სო­ლო-­კა­რი­ე­რა კი 2016 წლი­დან და­ი­წყო. ფო­ტო­მო­დე­ლი მი­რან­და შე­ლია ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა, წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 27 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე.
მი­რან­დასა და ვლა­დის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ორი წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.