ხაზარაძე: არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს

დღეს მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პროკურატურაში ბრალის ოფიციალურად წარდგენის მიზნით დაიბარეს.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენ წინააღმდეგ, რაც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, განაცხადა საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც პროკურატურაში მივიდა.

დღეს მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პროკურატურაში ბრალის ოფიციალურად წარდგენის მიზნით დაიბარეს – მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ ბრალად.

ხაზარაძეს ბრალს წაუყენებენ: ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება?

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ჩვენ 6 თვე ამ შემოტევამ საკმაოდ სერიოზული ზიანი მოგვაყენა, როგორც საერთაშორისო აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში", – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

ხაზარაძემ არ გამორიცხა, რომ პროკურატურაში მისი დაბარება ბიზნესმენის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს.

„მოვედი და მოვალ იმდენჯერ, რამდენჯერაც დამიბარებენ, მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, რადგან ვართ მართალი როგორც 12 წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში. ყველას მინდა ვუთხრა, დაწყნარდნენ – ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს საქართველო არის ჩვენი და ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„პარლამენტი ყურადღებით აკვირდება" – თალაკვაძე TBC Bank-ის საქმესთან დაკავშირებით

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ დააკავებენ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველაფრისთვის მზად არის და არაფრის ეშინია.

საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა – TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.