ყვითელი ამბები

„ჩემი მდივანი მსოფლიოში ყველაზე საშინელ ყავას ადუღებს...“ - ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ნინო ნადირაძე-კუზანოვა, რომელიც ექიმი-კარდიოლოგია, აღმოჩნდა, რომ ოთხი მდივანი ჰყავს
Sputnik

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში მისი მდივნის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან ჭკვიანი და საყვარელი მდივანი ჰყავს, თუმცა საშინელ ყავას ადუღებს.

„გაიცანით, ჩემი მდივანი იანა, უჭკვიანესი, უდიპლომატიურესი, უსაყვარლესი, ულამაზესი მაგრამ ადუღებს მსოფლიოში ყველაზე საშინელ ყავას. ამიტომ ეს მისია ლალიკოს დაევალა. კიდევ ორ უმაგრეს მდივანს ვიცნობ, არ დავთაგავ, როგორ ყავას ადუღებენ არ ვიცი, ორივე მიყვარს ძალიან და ორივეს ნათია ქვია, მიხვდებიან თავად“, - წერს ნადირაძე.