ყვითელი ამბები

„არავის დავინდობ, გშურთ ადამიანების, ვინც ერთი ფეხის ნაბიჯის გადადგმით გჩრდილავთ“

სკანდალური დიზაინერი დანებებას არ აპირებს და Ajara Fashion Week-ზე გამოსვლისთვის იბრძოლებს.
Sputnik

გორში მომხდარი სკანდალის გამო გიორგი მასხულია Ajara Fashion Week-დან მოხსნეს. დიზაინერი ამ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დანებებას არ აპირებს.

„კაცისთვის პრივატული სტრიპტიზი ვიცეკვე...“ – დიზაინერის სკანდალური განცხადება

მისი თქმით, თუ მისი კოლექცია არ იქნება მოდის კვირეულზე, ყველა ხარჯის ანაზღაურება ადმინისტრაციას მოუწევს. 

„არავის დავინდობ როგორც მე არ მინდობენ და უნდათ გადამიარონ ვნახოთ ვისი აჯობებს. ვცდილობ 22-წლის ასაკში გავაკეთო ყველაფერი კარგი, მეგობარი თავის საღამოზე რომ ცუდად გახდა, მაგის გამო მაგდებს ჩვენებიდან, 105 წლისები ხართ, ვერაფერს მიაღწიეთ, თავში ტვინები არ გაქვთ და არ შეგიძლიათ აზროვნება და გშურთ ადამიანების, ვინც ერთი ფეხის ნაბიჯის გადადგმით გჩრდილავთ. საქართველოში რო ბოღმა და შურია ისეთი არსად არ ხდება, აქ ადამიანის გათელვაზე ფიქრობენ მეტი არაფერზე“, – წერს დიზაინერი.

რამდენიმე დღის წინ „რეგიონ ფეშენ-ვიკზე“ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთ რესტორანში „პოსტ TV“-ს გადამღები ჯგუფის გამოჩენას სკანდალი მოჰყვა, რაზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.

ინციდენტის დროს ერთმანეთს ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი და გიორგი მასხულია დაუპირისპირდნენ. ისინი გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. პოლიციიდან გამოსულმა მასხულიამ საქართველო დატოვა, ის სტამბულში გაემგზავრა.