ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად ანანურში ისვენებს – ფოტოები

დას­ვე­ნე­ბა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა ზა­ფხუ­ლი ის დროა, რო­მე­ლიც დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.
Sputnik

ცნობილი ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე ოთხ შვილთან ერთად ანანურში ისვენებს. როგორც თბილისის მერის მეუღლე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, მის ოჯახს საქართველოს კურორტები ძალიან უყვარს და ცდილობენ, ყოველთვის აქ გაატარონ არდადეგები.

ამჟამად არეშიძე ბავშვებთან ერთად ანანურში ისვენებს. სწორედ მთაში ცხოვრებაზე ოცნებობს დიზაინერი და იმედი აქვს, რომ ოდესმე ექნება მთაში სახლი, სადაც დილით ძროხის ზარის ხმა გააღვიძებს, ექნება ვენახი და ეყოლება ცხენები.
„როცა იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დით. ბავ­შვე­ბიც არ­და­დე­გე­ბის ნა­წილს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რე­ბენ – აჭა­რა­ში, ბორ­ჯომ­ში და ბახ­მა­რო­ში. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვებ­მა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ უმე­ტე­სი დრო ზა­ფხულ­ში“, – ამბობს დიზაინერი.
არეშიძის თქმით, ფავორიტი კურორტი ბახმაროა, სადაც კალაძეების დიდი ოჯახი ივლისის ბოლოს სამი კვირით მიდის, რადგან სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­ღა­მოს კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი – ეს არის ის, რაც მის შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ.