თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ორი მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.
მომხდარის დეტალები ცნობილი არ არის. ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.