თბილისური კლუბი ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა – ფოტო

Sputnik

ქართულმა საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ზაგრების „დინამოსთან“ მარცხი განიცადა ანგარიშით 0:2. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ სურათები მატჩიდან.

უეფას ჩემიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი „საბურთალოსა“ და ზაგრების „დინამოს“ შორის 23 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. ხორვატმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა კლუბებს შორის 30 ივლისს ზაგრებში „მაქსიმირის“ სტადიონზე შედგება.

1 / 12
სამშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში თბილისის „საბურთალო“ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა
2 / 12
„საბურთალოსა“ და „დინამოს“ შორის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა
3 / 12
თბილისის „საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა
4 / 12
ხორვატმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს
5 / 12
ანგარიში 67-ე წუთზე მისლავ ორსიჩმა გახსნა
6 / 12
„დინამოელების“ უპირატოსება ათი წუთის შემდეგ გაორმაგდა - საბურთალოს კარში 11-მეტრიანი დაინიშნა
7 / 12
„საბურთალოს“ კაპიტანმა გგაი მარგველაშვილმა ორიჩის წინააღმდეგ წესები დაარღვია, პენალტი სუფთად შეასრულა ბრუნო პეტკოვიჩმა
8 / 12
არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში დამიან კაძიორიმ ომარ მიგინეიშვილის კარში მესამე ბურთი გაიტანა
9 / 12
თუმცა, ეს გოლი არ ჩაითვალა, რამახ ქართული კლუბი დიდი მარცხისგან იხსნა
10 / 12
საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს ზაგრებში, „მაქსიმირის“ სტადიონზე შედგება
11 / 12
უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი ქომაგების გარეშე ჩაივლის, რადგან უეფამ გადაწყვიტა, რომ ზაგრების კლუბმა სახლში ორი თამაში გულშემატკივრების გარეშე უნდა გამართოს
12 / 12
საპასუხო მატჩში „საბურთალო“ საკუთარი თამაშის მანერას არ უღალატებს და ყველაფერს ეცდება იმისათვის, რომ საუკეთესო თამაში უჩვენოს