ბადურაშვილი: ვერ ვეგუებოდით ერთმანეთის თვისებებს და გაუთავებლად ვჩხუბობდით

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ყოფილ მეუღლეზე საუბრობს.
Sputnik

„როცა გავყევი, ვთვლიდი, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელიც მჭირდებოდა. ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა ჩემი გათხოვება, ფაქტიურად ჩვენ ერთმანეთი არ გაგვიცვნია. ალბათ ეს ერთმანეთით აღფრთოვანება უფრო იყო, ვიდრე სიყვარული. გვეგონა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, თუმცა როცა ერთად გადავედით საცხოვრებლად, დაიწყო სხვადასხვა პრობლემები“, – ამბობს ნინი ბადურაშვილი.

მომღერლის თქმით, ვერ ეგუებოდნენ ერთმანეთის თვისებებს და გაუთავებლად ჩხუბობდნენ, რამაც მათი ოჯახის დანგრევა გამოიწვია.