ყვითელი ამბები

„უკვე თითქოს ვეჭვიანობ! ასეთია ყველას მიმართ...“- ტელეწამყვანის ემოციური პოსტი

თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა
Sputnik

ცნობილი ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში დედის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მშობლებთან ერთად გატარებული დრო მისთვის სამოთხეა.

მისი თქმით, როცა მშობლებთან ერთად მიდის დასასვენებლად, განვლილი წლები თითქოს ქრება და ბავშვობის ძალიან ლამაზ, უდარდელ დროს უბრუნდება, სადაც მასზე ზრუნავენ.

სიყვარული თუ დანაშაული: ეჭვიანობა, მკვლელობის მცდელობა და შედეგი – 16 წელი ციხეში

„ასეთი დღეები არის ჩემი სამოთხე! დღესაც გავედით ქალაქიდან. ბევრი იწუწუნა, უსაყვარლესია თედი, მაგრამ ამხელა გზაზე მასთან ერთადო? მერე ისე შეიყვარა, უზის კალთაში მთელი გზა და უკვე თითქოს ვეჭვიანობ! ასეთია ყველას მიმართ! გაცნობის წუთიდან იყვარებს და ვერასდროს აქცევს ზურგს! მიყვარხარ მაკულკი“, - წერს ტელეწამყვანი.

თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ. პიანისტს საავტორო გადაცემა „სთორი“ აქვს.