ყვითელი ამბები

„ყველაზე ცეცხლოვანი ქმარი მყავს...“ – თაკო გაჩეჩილაძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

ქართველი მომღერლის რჩეული ბულგარელი მუსიკოსია, რომელიც მან გასულ წელს „ევროვიზიაზე“ გაიცნო.
Sputnik

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეუღლეს, ბულგარელ მუსიკალურ პროდიუსერ ბორისლავ მილანოვს დაბადების დღეს Instagram-ზე ულოცავს. გაჩეჩილაძე მეუღლეს პოსტსაც უძღვნის.

„ყველაზე ცეცხლოვანი ქმარი მყავს. გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს და მადლობა ყველაფრისთვის“, – დაუწერა მეუღლეს თაკომ, რომელიც ცოტა ხნის წინ მილანოვა გახდა.
მომ­ღე­რა­ლი თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე შარშან სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა ბულ­გა­რე­ლ მუ­სი­კა­ლუ­რ პრო­დი­უ­სე­რ და ბრენდ Symphonics-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლ ბო­რის­ლავ მი­ლა­ნო­ვზე. წყვი­ლის ჯვრის­წე­რა თბი­ლის­ში შედ­გა. მათ უკვე რამდენიმე თვის შვილიც ჰყავთ.
წყვილმა ერთმანეთი „ევროვიზიაზე" 2017 წელს გაიცნო. თაკო საქართველოს სახელით გამოდიოდა, ბორისის სიმღერები კი ბულგარეთმა და კიდევ ორმა ქვეყანამ წარმოადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ბულგარეთმა სიმღერით Beautiful Mess, რომლის ერთ-ერთი ავტორია მილანოვი, მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ გაჩეჩილაძე კონკურსის ფინალში ვერ გავიდა, თუმცა იმის თქმა, რომ ის ხელცარიელი წამოვიდა იქიდან, აღარ შეიძლება.
„ტყუილად არ წავსულვარ ევროვიზიაზე", – განაცხადა მომღერალმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.