საშტორმო გაფრთხილება ფოთის სანაპირო ზოლზე: შავ ზღვაში შესვლა აკრძალულია

ზღვაში შესვლა სამაშველო კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში იქნება ნებადართული.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ფოთის სანაპირო ზოლზე მეხუთე დღეა წითელი ალმებია აღმართული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ზღვაზე ამ დროისთვის 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ზღვაში ცურვა სარისკო და აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.  უწყების განმარტებით, ზღვაში შესვლა სამაშველო კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში იქნება ნებადართული.

სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში ზღვისპირეთში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება.