სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია ნიუ-იორკში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის კანდიდატია

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია ნიუ-იორკში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს გაეროს ფორმატში გამართებულ მაღალი დონის თემატურ შეხვედრებში, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.

„გენერალური ასამბლეის კვირეულში ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებთან. ამავე კონტექსტში გუშინ, 22 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა", – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.

გენერალური ასამბლეა გაეროს მთავარი სათათბირო ორგანოა, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად მოიწვევა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები. ასამბლეა უფლებამოსილია გაეროს წესდების ფარგლებში განიხილოს ნებისმიერი საკითხი.