რუსი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

მოკრივეს გულმა თავის ქალის ტრეპანაციას ვერ გაუძლო
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი, რომელმაც თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო, აშშ-ში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости.

დადაშევი 19 ივლისს აშშ-ში პუერტო-რიკელ სუბრიელ მატისთან დამარცხდა.

დადაშევს რინგზე მეტოქის რამდენიმე დარტყმა მოხვდა, რის შედეგად მან მძიმე ტრავმები მიიღო.

მე-11 რაუნდის შემდეგ დადაშევის გუნდმა ჩხუბი გააჩერა. გასახდელში მისი მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო საავადმყოფოში მიყვანამდე გონება დაკარგა.

რუს მოკრივეს ტვინის შეშუპების გამო ოპერაცია დასჭირდა. შეშუპების მოსახსნელად მას თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთდა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, დადაშევს გულმა ვერ გაუძლო.