ყვითელი ამბები

„მეუბნება, გამარჯობა, ქალბატონო იმედა, როგორ ბრძანდებით“ – ნინი ბადურაშვილი ბაბუაში აერიათ

ნინი ბადურაშვილმა გადაცემაში სტუმრობისას სახალისო შემთხვევა გაიხსენა.
Sputnik

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ამბობს, რომ ხშირად ეშლებიან დედამისში, ეკა კახიანში, თუმცა ბოლო შემთხვევამ, როდესაც ბაბუამის იმედა კახიანში შეეშალათ, ძალიან გააოცა.

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუში“ მომღერალმა სახალისო შემთხვევა გაიხსენა.

„იმ დღეს რეკავს ვიღაც გოგო, პატარა გოგო იყო და შეიძლება არ იცოდა იმედა ვინ იყო. იმედას ტელეფონს ვუპასუხე მე და მეუბნება, გამარჯობა, ქალბატონო იმედა, როგორ ბრძანდებით? ვუთხარი, იმედა არ ვარ, გეშლებით-მეთქი“, – იხსენებს მომღერალი.

ცნობილი ქართველი მსახიობი იმედა კახიანი ეკა კახიანის მამა და ნინის ბაბუაა.