მსოფლიო დღეს

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი უფლებამოსილების აღსრულებას ხვალიდან დაიწყებს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოთხშაბათს გახდება, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი ტერეზა მეი ამ პოსტს დატოვებს.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II მიიღებს მეის გადადგომას და ახალ პრემიერს მთავრობის ჩამოყალიბებას სთხოვს. საკვანძო თანამდებობებზე დანიშვნების შესახებ ოთხშაბათს, საღამოს უნდა გამოცხადდეს.

Brexit: ევროკავშირმა ბრიტანეთთან თამაში დაასრულა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელად აირჩიეს. ამის შესახებ პარტიის მმართველმა კომიტეტმა სამშაბათს განაცხადა.

პარტიის ყოფილმა ლიდერმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადება ივნისში გააკეთა – რადგან ვერ გაუმკლავდა Brexit-ის პრობლემებს და ვერ გააერთიანა კონსერვატორები.

„ჩვენ განვახორციელებთ Brexit-ს 31 ოქტომბრისთვის. ჩვენი მიზანია... ევროკავშირიდან გამოსვლა", – განაცხადა ჯონსონმა.

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა 2016 წლის 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე მიიღო. 2017 წლის 29 მარტს ლონდონმა ოფიციალურად აამოქმედა Brexit-ის პროცესი, გადასცა რა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ დონალდ ტუსკს შესაბამისი შეტყობინება.