მსოფლიო დღეს

არ დაეჯახო პოლიციას! – სიდნეიში პოლიციამ ავარიის შედეგად 280 კგ-მდე ნარკოტიკი აღმოაჩინა

ნარკოდამნაშავე პოლიციის ხელში შემთხვევით აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სიდნეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სატვირთო, რომელშიც 280 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება იყო, გზის ნაპირზე გაჩერებულ პოლიციის ავტომობილს შეეჯახა, იუწყება გამოცემა Sydney Morning Herald.

უფრთხილდით ავტოდილერებს! – აჭარაში 37 წლის მამაკაცი დააკავეს

ავტოსაგზაო შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა, თუმცა ერთი საათის შემდეგ პოლიციელებმა მისი დაკავება მოახერხეს. კანონდამრღვევი ავსტრალიის 25 წლის მოქალაქე აღმოჩნდა.

სატვირთოს შემოწმების დროს სამართალდამცველებმა დაახლოებით 200 მლნ ავსტრალიური დოლარის ღირებულების „მეტამფეტამინის“ პარტია აღმოაჩინეს.

სატვირთოს მძღოლი დაკავებულია, მას ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინა.