პორტუგალიაში ხანძარი მძვინვარებს

Sputnik

ხანძრის შედეგად პორტუგალიაში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მძვინვარე სტიქიის სურათები.

ძლიერი ხანძარი მოედო პორტუგალიის ცენტრალურ რეგიონებს. მძვინვარე ბუნებრივი სტიქიის შედეგად სულ ცოტა 30 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. დაზარალებული ვერტმფრენით გადაიყვანეს ლისაბონის საავადმყოფოში.

ხანძარი შაბათს ვილა-დი-რეის მუნიციპალიტეტში გაჩნდა, შემდეგ მეზობლად მდებარე მასანის მუნიციპალიტეტსაც მოედო, რომელიც სანტარეს ოლქის შემადგენლობაში შედის.

ხანძრის ლოკალიზაციის ოპერაციაზე 800-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. ალის ჩასაქრობად გამოიყენება ოცამდე სახანძრო თვითმფრინავი და ასობით სპეცტექნიკა.

 

1 / 10
ხანძარი შაბათს ვილა-დი-რეის მუნიციპალიტეტში გაჩნდა, რომელიც კაშტელუ-ბრანკუს ოლქში მდებარეობს
2 / 10
გარკვეული დროის შემდეგ ალი მოედო მეზობელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიასაც
3 / 10
თავდაპირველად მედია იუწყებოდა მხოლოდ 8 დაშავებულის შესახებ
4 / 10
თუმცა, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
5 / 10
პორტუგალიის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულადაა, რასაც სიცხე და ძლიერი ქარი ემატება
6 / 10
ხანძრის ჩაქრობაში ათასამდე მეხანძრე მონაწილეობს
7 / 10
გამოიყენება სახანძრო თვითმფრინავები და ასობით სხვადასხვა სახის სპეცტექნიკა
8 / 10
ხანძრის მახლობლად მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
9 / 10
ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის გაჩენის მიზეზებს იკვლევს და არ გამორიცხავს, რომ აალების მიზეზი ადამიანის დაუდევრობა იყოს
10 / 10
პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია