უფრთხილდით ავტოდილერებს! – აჭარაში 37 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისების ბრალდებით აჭარაში 1982 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს 12 ათასი აშშ დოლარი უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ გამოართვა, თუმცა პირობა არ შეასრულა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.