საქართველოში ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე რეგიონული სამუშაო შეხვედრა დაიწყო

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აქტიურად აღრიცხავს და აკონტროლებს ბირთვულ მასალებს
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. საქართველოში მიმდინარეობს რეგიონული შეხვედრა ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე.

შეხვედრაში მონაწილეობენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური პირები, ასევე მსოფლიოს 10 ქვეყნის წარმომადგენლები. სააგენტო 1957 წელს დაფუძნდა და ემსახურება მშვიდობიანი ატომის გამოყენების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფროსი იუკია ამანო გარდაიცვალა

„საქართველოსთვის, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ინიციატივების, ბირთვული მასალების აღრიცხვიანობისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

მან ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

რეგიონული სამუშაო შეხვედრა 26 მაისამდე გასტანს.

საქართველო აქტიურად ებრძვის ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდას. 2016 წელს აღიკვეთა რადიოაქტიური ნივთიერებების - ურანი-238-ისა და ურანი-235-ის - უკანონო გასაღების ორი მცდელობა.

სომხეთი ბირთვული ნარჩენების გატანას საქართველოს გავლით აპირებს >>

აპრილში ვაშინგტონში ბირთვული მრეწველობის სამიტზე საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაეცა ჯილდო „ატომები მშვიდობისათვის“ ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

იმავე წლის ზაფხულში საქართველო მიუერთდა დიდი შვიდეულის გლობალურ პარტნიორობას მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ.