ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაკარგა მაკო გომურმა თვალი

აქციის დარბევის კადრები Youtube-ზე გავრცელდა.
Sputnik

Youtube-ზე 20-21 ივნისის აქციის დარბევის ახალი კადრები გავრცელდა, რომელშიც ის მომენტია ასახული, როდესაც სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია 18 წლის მაკო გომურს ხვდება.

კადრებში ისმის თვითმხილველის კივილი: „ვაიმე, თვალში მოხვდა!“

ხუთშაბათს 18 წლის მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს.