ყვითელი ამბები

ნუკი კოშკელიშვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო – თაყვანისმცემლები საიდუმლოს გამხელას სთხოვენ

ნუკი კოშკელიშვილმა გახდომის უნიკალურ ხერხს მიაგნო – შედეგი სახეზეა.
Sputnik

მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. ნუკი Instagram-ის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა 59 კილოგრამია და 4 კილო ისევ დასაკლები აქვს.

ნუკიმ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მიიღო, თაყვანისმცემლები მას დიეტის გამხელასაც კი სთხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა, მისი და ბენ ჩეიმის ცხოვრების დეტალები საქართველოში ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა იცის.
ნუკი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და სულაც არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ თითქმის ლაივების ფონზე იმშობიარა და ბავშვსაც გვაცნობს შორიდან.