მამა პეტრე კოლხი: როცა ადამიანს თმის შეღებვა და ტატუ აღარ შველის, სუიციდამდე მიდის

დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია, პეტრე კოლხი) „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს იმაზე, თუ რატომ სურს ადამიანს, რომ იყოს განსხვავებული და როგორ იღებს საზოგადოება მასისგან განსხვავებულ ადამიანს.
Sputnik

„ნებისმიერი ადამიანი არის განსაკუთრებული და განსხვავებული უფლის წინაშე. ადამიანები მეტ-ნაკლებად უცნაურობებით გამოვირჩევით, ყველა თავისებურია, მაგრამ მთავარია ჩვენ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. თმის ფერსა და საყურის ტარებაში არ არის ტრაგედია, ტრაგედია ის არის, როდესაც ადამიანი სხვას აყენებს ტკივილს და შეურაცხყოფას“, – აღნიშნა მამა პეტრემ.

დეკანოზის განმარტებით, თუ ადამიანს შველის თმის ფერის შეცვლა, ესეც შეიძლება დავუშვათ, მხოლოდ ზომიერების ფარგლებში, რომ ამ სურვილებმა საბოლოოდ უფსკრულის პირამდე არ მიიყვანოს.