ირანის მოქალაქეს ქართული პირადობის მოწმობის სანაცვლოდ 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრელებულ განცხადებაში.

თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ქართული პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღებაში დახმარებას დაპირდა და სანაცვლოდ 7 ათასი დოლარი მოსთხოვა.

„ბრალდებული დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 440 ლარის აღების ფაქტზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.