სერიალ „გრეის ანატომიის" ვარსკვლავი საქართველოში ისვენებს

როგორც ჩანს, მსოფლიოში ცნობილმა მსახიობმა საქართველოში დაბადების დღე აღნიშნა.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. კანადელი მსახიობი სანდრა მიჯუ ო, რომელიც ცნობილია ამერიკული სერიალის „გრეის ანატომია" (Grey"s Anatomy) წყალობით, საქართველოს ეწვია.

ინფორმაცია მსახიობის საქართველოში ყოფნის შესახებ ერთ-ერთმა დაწესებულებამ გაავრცელა, რომელსაც სანდრა ფასანაურიდან გზაზე ეწვია. კაფეს მფლობელებმა ვარსკვლავთან ერთად ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

სერიალ „გრეის ანატომიის" ვარსკვლავი საქართველოში ისვენებს

სანდრა ო საქართველოს სამ მეგობართან ერთად ეწვია. ის მათთან ერთად უკვე იმყოფებოდა ყაზბეგში, ფასანაურსა და თბილისში. სხვა დეტალები მისი საქართველოში ყოფნის შესახებ უცნობია.

20 ივლისს სანდრა ოს 48 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს, მან თავისი დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა გადაწყვიტა.

სანდრა ო მრავალ ფილმშია გადაღებული, თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობა მას ექიმ ქრისტინა იანგის როლმა მოუტანა არხ ABC-ს სერიალში „გრეის ანატომია". ამ როლისთვის მან მიიღო „ოქროს გლობუსი" და აშშ-ის მსახიობთა გილდიის პრემია დრამატულ სერიალში ქალის საუკეთესო როლისთვის.

„გრეის ანატომია" 2005 წელს გადაიღეს. ის მოგვითხრობს საავადმყოფო „სიეტლ გრეისის" ინტერნების, ექიმებისა და სხვა პერსონალის ცხოვრებაზე. მიუხედავად საავადმყოფოს დასახელებისა, სერიალის გადაღებები ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა.