ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

აბიტურიენტები თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებს შეიტყობენ
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზურაბიშვილი: უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზა შეიქმნება

 გამოცდების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. პირველი ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გამოქვეყნება იგეგმება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.

წელს აბიტურიენტებმა კვლავ ოთხი გამოცდა ჩააბარეს. აქედან სამი – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა - სავალდებულო იყო, ხოლო  ერთი საგანი არჩევითი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.