ყვითელი ამბები

„ყოველდღე უფრო მეტად მიყვარდება...“ – ბერა ივანიშვილის ემოციური პოსტი მეუღლეს

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მალე ბიჭის მშობლები გახდებიან.
Sputnik

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე მალე ბიჭის მშობლები გახდებიან. ბერა მეუღლესთან გადაღებულ ფოტოს Instagram-ის პირად გვერდზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის ყოველდღე უფრო უყვარდება.

„ყოველდღე უფრო ლამაზდება და მე ყოველდღე უფრო მეტად მიყვარდება“, – წერს ბერა.
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ერთ-ერთი ვაჟი - ბერა მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში დაქორწინდა. ახალგაზრდებმა მცხეთაში, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შემდეგაც ეს ღირსშესანიშნავი დღე კოჯრის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ კომპლექსში აღნიშნეს.
ოფიციალურად ბერამ ურთიერთობა რჩეულთან 2019 წლის მარტში დააკანონა.