დაიცავს თუ არა ქართველი ჩოგბურთელი ტიტულს ჰამბურგის ტურნირზე

რა შანსები აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანიის ტურნირზე Hamburg European Open
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საჩოგბურთო ტურნირი სერიიდან АТР-500 Hamburg European Open, რომლის მოქმედი გამარჯვებულია საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ორშაბათს, 22 ივლისს ჰამბურგში იწყება.

ქართველ ჩოგბურთელს АТР-ს რეიტინგში ამჟამად მე-16 ადგილი უკავია და აქტივში 1995 ქულა აქვს. მაგრამ თუ ბასილაშვილი თავის ტიტულს არ დაიცავს, დაკარგავს შარშან ჰამბურგში მოპოვებულ 500 სარეიტინგო ქულას და დაახლოებით 24-26-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

პირველ წრეში მეოთხე ნომრად განთესილი ბასილაშვილი ბოლივიელ უგო დელიენს (87-ე АТР-ს რეიტინგში) შეხვდება.

მეორე წრეში ქართველი სპორტსმენის პოტენციური მეტოქეები არიან ხუან იგნასიო ლონდერო (56), დომენიკ ტიმი (4), ალექსანდრ ზვერევი (5) და ფაბიო ფონინი (11).

პირველი წრის მატჩი ბასილაშვილსა და დელიენს შორის 23 ივლისს შედგება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.