თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ახალციხეში, რაბათის უბანში კვირას გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესია გაქურდეს, იუწყება პირველი არხი.
ეკლესიის მესანთლემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ეკლესიიდან დაახლოებით 200 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.