დიდი წყალდიდობა ინდოეთში – ფოტოები სტიქიური უბედურების ადგილიდან

Sputnik

ინდოეთში კალაპოტიდან გადმოვიდა თერთმეტი მდინარე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – ბრაჰმაპუტრა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში წყალდიდობის შედეგების სურათები.

დაახლოებით 5,1 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა წყალდიდობის ზონაში ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ასამში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა ძლიერი წვიმაა.

აღმოსავლეთ შტატ ბიჰარში წყალდიდობამ ათი რაიონი დააზარალა, სტიქიური უბედურების ზონაში დაახლოებით ორი მილიონი მოსახლეა.

ინდოეთში წვიმის სეზონი ივნისში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში რეგულარულად მოდის ძლიერი წვიმა, რის გამოც ხშირია წყალდიდობა და მდინარეების ადიდება.

 

1 / 10
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე შტატი დაიტბორა
2 / 10
ინფოეთის მხოლოდ ერთ შტატში - ასამში 4600-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიტბორა
3 / 10
კალაპოტიდან გადმოვიდა თერთმეტი მდინარე, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესიც - ბრაჰმაპუტრა
4 / 10
150 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდა, დროებით ბანაკებში განათავსეს. რისკის ზონაში მილიონი ადამიანი
5 / 10
დატბორილი რეგიონების მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება
6 / 10
როგორც წესი, ინდოეთში წვიმის სეზონი ივნისში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში საკმაოდ ხშირია ძლიერი წვიმა, რაც რიგ შემთხვევებში წყალდიდობას იწვევს
7 / 10
რამდენიმე შტატის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა, დაინგრა გზები და დაზიანდა სხვადასხვა ობიექტები
8 / 10
სტიქიური უბედურებით დაზიანებული გზები სამაშველო ოპერაციების ჩატარებას ართულებს
9 / 10
ძლიერმა წვიმამ დატბორა კაზირგანგის ეროვნული პარკი, სადაც იშვიათი ცხოველები ბინადრობენ
10 / 10
ვეფხვი წყალდიდობას გაექცა და მაღაზიას შეაფარა თავი