ყვითელი ამბები

ვინ არის კაცი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი საგულდაგულოდ მალავს - ფოტოები

შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია, თუმცა მას მსახიობი და მოდელი ყოველთვის მალავს
Sputnik

მსახიობს და შორენა ბეგაშვილს პირად ცხორებაზე საუბარი არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია ხან იმაზე, რომ ის დაინიშნა, ხან იმაზე, რომ გათხოვდა, შორენას ამასთან დაკავშირებით კომენტარი არასდროს გაუკეთებია.

ბეგაშვილს Instagram-ზე სულ 7 ადამიანი ჰყავს გამოწერილი. ერთ-ერთია invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე.
ეს უკანასკნელი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ მსახიობი ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.
მას შემდეგ დრო გავიდა, ნანაძე ცოლს გაშორდა და იმასაც ამბობენ, რომ წყვილი ერთადაც ცხოვრობს.
 შარშან შორენას გრადნიოზულ დაბადების დღეზე მათი ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა და ისიც გახდა ცნობილი, რომ დაბადების დღე ნანაძემ გადაუხადა, ფოიერვერკიც მოუწყო და უცხოელ იუველირს საყვარელი ქალისთვის დაამზადებინა უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ხელს ამშვენებს.