ყვითელი ამბები

ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია - წყვილის ფოტოები

კრისტი ყიფშიძე იმ ქართველ მანდილოსნებს მიეკუთვნება, რომლებმაც ოჯახი ნაადრევ ასაკში შექმნეს და ახლა დიდი ასაკის შვილები ჰყავთ
Sputnik

ნატალია ყიფშიძე, რომელიც დედასთან ერთად ხშირად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, შეყვარებულია.

მისი რჩეული გიორგი მდივანია, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ხშირად შეხვდებით ნატალიას სოციალურ გვერდებზე.
ნატალია კრისტის და ცნობილი ქართველი მსახიობის, გიორგი ყიფშიძის შვილია.
სკოლა წელს დაამთავრა და ახლა უნივერსიტეტში მოსახვედრად გამოცდებს აბარებს.
ნატალიას არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუმცა, ცნობილი ოჯახის შთამომავალი მუდმივად იწვევს პრესის ყურადღებას.წყვილი გრძნობებს არ მალავს, რასაც ნატალიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს.