მსოფლიო დღეს

დარღვევები არჩევნებზე: უკრაინის პოლიციაში 2 ათასი შეტყობინება შევიდა

უკრაინის შსს-მ არჩევნებზე დარღვევების ფაქტებზე 56 სისხლის სამართლის საქმე აღძრა
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. პოლიციაში 19:00 საათის მდგომარეობით უკრაინის უმაღლეს რადაში არჩევნებზე მომხდარი დარღვევების შესახებ თითქმის 2 ათასი შეტყობინება შევიდა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. სადეპუტატო კორპუსის ნახევარს (225 ადამიანი) აირჩევენ პარტიული სიებით, ნახევარს - მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. რადაში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც 5%-იან გამსვლელ ბარიერს გადალახავენ.

სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„19:00 საათის მდგომარეობით პოლიციამ წინასასამართლო გამოძიებათა ერთიან რეესტრში 56 საქმე შეიტანა. გარდა ამისა, შედგენილია 52 ადმინისტრაციული ოქმი. სულ პოლიციამ 1955 მიმართვა დააფიქსირა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კიევის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობას ისევ არ იღებენ. მეტიც, პირველად უკრაინის არჩევნებს არ აკვირდებიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლები, რადგან კიევმა მოწვევა გააუქმა. კენჭისყრა არ ტარდება კიევის მიერ არაკონტროლირებად დონბასის ტერიტორიაზე და რუსეთის ფედერაციაში. როგორც ეუთო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, ამის გამო 7-10 მილიონი უკრაინელი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.