16 წლის მუშის დაღუპვა: სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული ბრალს არ აღიარებს
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს, რომლის სამშენებლო ობიექტზეც 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის მუშა გიორგი ბეშკენაძე დაიღუპა, პატიმრობა შეეფარდა, იუწყება პირველი არხი.

„16 წლის ბიჭს ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო....“ >>

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის გირაოს სახით 30 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, ბრალდებული მზადყოფნას გამოთქვამდა, ჩაებარებინა პასპორტი. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის და არც რაიმე თანხა გადამიხდია“, – განაცხადა შიშუ პალ ბურდაკმა სასამართლოზე.

„უკვე $520 დოლარი შეგროვდა, დედას გიორგის ჩვენ ვერ გავუცოცხლებთ, მაგრამ გავამხნევებთ“

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე ლიფტის დემონტაჟის დროს ახალგაზრდა დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არასრულწლოვანი იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი 19 ივლისს დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

16 წლის მოზარდმა მშენებლობაზე სიცოცხლე საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაასრულა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფლიდან წამოვიდა, თბილისში მძიმე შრომას სკოლის მოსწავლე მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ დათანხმდა.

მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვა: კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი დააკავეს >>

გიორგი ბეშკენაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. სადაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.