სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავა, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან რვა შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

23 წლის ახალგაზრდას ნარკოდანაშაულისთვის უვადო პატიმრობა ემუქრება >>

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც  8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.