თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო. ასევე პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული რვა აბი ნარკოტიკი.
ახალციხეში ველური კანაფის პლანტაციები აღმოაჩინეს >>
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.