ყვითელი ამბები

„ქართველი ენრიკე იგლესიასი ხარ“ – ნახეთ რატი დურგლიშვილის შეუდარებელი ტრანსფორმაცია

რატი დურგლიშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება.
Sputnik

წლების წინ, როდესაც დუეტმა „ჯორჯიამ“ „ახალ ტალღაზე“ გაიმარჯვა, ბევრი რატისა და მაკა ზამბახიძის რომანზე ალაპარაკდა, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა.

გასულ წელს მომღერალმა ამერიკაში ორი კლიპი გადაიღო. მაშინაც ბევრი ალაპარაკდა მის სავარაუდო დაოჯახებაზე, რადგან კლიპში ულამაზესი ამერიკელი მოდელი იღებდა მონაწილეობას და რატი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად ტვირთავდა სოციალურ ქსელში.
მაგრამ არც ამჯერად დამთავრდა ყველაფერი ოჯახის შექმნით. როგორც ჩანს, რატი კვლავ თავისუფალია და თაყვანისმცემლების გაოცებას ამჯერად გარეგნობის ცვლილებით განაგრძობს.
სოციალურ ქსელში ატვირთულ ბოლოდროინდელ ფოტოებზე კი რატი უფრო სიმპათიურია.