„ადამიანს, ერთი მხრივ, მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზმისკენ, მეორე მხრივ კი ერგება კოლექტიურ აზროვნებას და ებრძვის ინდივიდუალიზმს. საზოგადოება კი ვერ იღებს განსხვავებულ ადამიანს. რამდენად გრძნობს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანს – ეს კიდევ სხვა თემაა. რეალურად განსხვავებულობა – ეს არის აბსოლუტური ინდივიდუალიზმი, რომელიც არ ყვირის, არ ჩანს“, – აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.
ფსიქოლოგის განმარტებით, ფერად-ფერადი თმები, საყურეები, ტატუები, ეს ყველაფერი თავისებურად ლამაზია, მაგრამ ამის სურვილი კომპლექსებიდან არის გამომდინარე, რასაც აყალიბებს სოციუმი, რადგან როგორ კარგადაც არ უნდა იყო, მაინც გაგრძნობინებენ, თითქოს არავინ ხარ.