ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე კოშაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურას მიაჩნდა, რომ არსებობდა დაკავებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრ კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, იუწყება ქართული მასმედია.  

რატომ ბრუნდება ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე კოშაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურატურას მიაჩნდა, რომ არსებობდა დაკავებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე.

დაცვის მხარე პროკურორის მოთხოვნას არ დაეთანხმა. ადვოკატმა კოშაძის 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებისა და პირადი თავდებობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის განმარტებით, კობა კოშაძეს თავდებში ასევე უდგებოდნენ კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაღაშვილი.