ყვითელი ამბები

„ნარკოზიდან გამოვიდა...“ – გიორგი გასვიანი კლინიკაში მოხვდა

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი კლინიკაშია.
Sputnik

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი საავადმყოფოში მოხვდა. კლინიკაში მას ოპერაცია ჩაუტარდა. ფოტოები სოციალურ ქსელში გიორგის მეგობარმა და გადაცემის პროდუსერმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა.

როგორც გაირკვა, მსახიობმა ოპერაცია ხერხემლის თიაქარზე გაიკეთა და ახლა თავს კარგად გრძნობს.
„ნარკოზიდან გამოვიდა, კარგად არის. ხერხემალზე თიაქარის ოპერაცია ძალიან კარგი შედეგით“, – წერს მაკა რაზმაძე.