გაზის სამსახურმა ბინაში 6 წლის წინ გარდაცვლილი მამაკაცი იპოვა

გაზის სამსახურის თანამშრომლებმა ბინაში 1966 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ ეტყობოდა.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. გაზის სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ექვსი წლის წინ გარდაცვლილი მამაკაცის მუმიფიცირებული გვამი იპოვეს, იუწყება უდმურტიის საგამოძიები კომიტეტი. 

მამაკაცი გაზირებული სასმელით წამლავდა გამვლელებს: ეჭვმიტანილი დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს, დილით გაზის სამსახურის წარმომადგენლები 9 იანვრის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინებში გაზის მოწყობილობებს ამოწმებდნენ. ერთ-ერთ ბინას დიდი ხნის განმავლობაში არავინ აღებდა, ამიტომ მათ კარის ძალით შემტვრევა მოუხდათ.

გაზის სამსახურის თანამშრომლებმა ბინაში 1966 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ ეტყობოდა. დადასტურებული მონაცემებით, მამაკაცი 5-6 წლის წინაა გარდაცვლილი.

„ცხედარი არ გაიხრწნა, ის მუმიფიცირდა, რაც გარკვეული პირობებისა და ტემპერატურის შედეგად ხდება ხოლმე. გამომძიებლები მეზობლებს, ნათესავებსა და ასევე სოციალური სამსახურის თანამშრომლებს კითხავენ, თუ რატომ არ მოისაკლისეს ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში“, — აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

უწყების მონაცემებით, გარდაცვლილის ნათესავები რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.

ამ დროისათვის უკვე დაწყებულია შემოწმება და დანიშნულია ექსპერტიზა, რათა სიკვდილის მიზეზი დადგინდეს.