ყვითელი ამბები

ჩცდ-ს „ჩიკა“ შეყვარებულია – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს პრესასთან ურთიერთობა არ უყვარს, ინფორმაციამ მაინც გაჟონა
Sputnik

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პოპულარული გმირის როლის შემსრულებელი მსახიობი ანი ჩირაძე, როგორც ჩანს, შეყვარებულია.

მართალია, ანის ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს და დიდად არც სოციალურ ქსელებს წყალობს, სამაგიეროდ, ღია აღმოჩნდა მისი რჩეული.
კონტანტინე თედელური ერთ-ერთი რეიტინგული კულინარიული გადაცემა „მასტერშეფის“ შეფია. მსახიობი და იურისტი ანა ჩირაძე, მსახიობობის პარალელურად, გარკვეული პერიოდის მანძილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
კონსტანტინე თედელური კი სარესტორნო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით.
არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის დამაარსებელი. წყვილს პირველი ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ.