მსოფლიო დღეს

ქაბულში აფეთქებას სტუდენტები ემსხვერპლნენ - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

აფეთქება დღეს, პარასკევ დილით მოხდა სტუდენტების ჯგუფთან ახლოს, რომლებიც გამოცდის დაწყებას ელოდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. ქაბულის უნივერსიტეტის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა, იუწყება ტელეარხი Tolo News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

აფეთქება დღეს, პარასკევ დილით მოხდა სტუდენტების ჯგუფთან ახლოს, რომლებიც გამოცდის დაწყებას ელოდებოდნენ. აფეთქდა მაგნიტური ბომბი, რომელიც ავტომობილზე იყო მიმაგრებული.

დაშავებულთაგან ბევრი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ექიმები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.