მსოფლიო დღეს

ZARA მწვანდება – კომპანია „სწრაფ მოდაზე“ უარს ამბობს

უკვე მომავალი წლიდან Zara-ს ყველა მაღაზიაში გამოჩნდება სპეციალური ყუთები კლიენტების ძველი ტანსაცმლის მოსაგროვებლად, რომლებიც შემდგომში ან გადამუშავდება, ან განადგურდება.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ესპანური ჯგუფი Inditex, რომელიც აერთიანებს ბრენდებს Zara, Pull & Bear, Bershka, Massimo Dutti და სხვ. 2025 წლიდან მხოლოდ ეკოლოგიურ ტანსაცმელს გაყიდის თავის მაღაზიებში, ნათქვამია Inditex-ის ვებ-გვერდზე. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბამბის, სელისა თუ პოლიესტერისგან დამზადებული ნაწარმი, განურჩევლად ყველაფერი იქნება ორგანული, მეორედ გადამუშავებული ან იმგვარად ნაწარმი, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს.

უკვე მომავალი წლიდან Zara-ს ყველა მაღაზიაში გამოჩნდება სპეციალური ყუთები კლიენტების ძველი ტანსაცმლის მოსაგროვებლად, რომლებიც შემდგომში ან გადამუშავდება, ან განადგურდება.

აღსანიშნავია, რომ ამგვარ სქემას უკვე იყენებს შვედური ბრენდი H&M, რომელიც საკუთარ კლიენტებს გადასამუშავებლად განკუთვნილი ძველი სამოსის სანაცვლოდ ვაუჩერებსაც სთავაზობს.