სკულპტორ ზურაბ წერეთელს მოსკოვის სასამართლოში უჩივიან

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში ზამოსკვარეცკის სასამართლომ უკვე დააჯარიმა წერეთელი 522 ათასი რუბლით.
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. მოსკოვის ქალაქის ქონების დეპარტამენტი საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის სკულპტორ ზურაბ წერეთელს და მისგან 55 მლნ რუბლის გადახდას მოითხოვს, ამის შესახებ საარბიტრაჟო საქმეთა კარტოთეკიდან ხდება ცნობილი. 

„მონუმენტი მომავალ ვარსკვლავებს": მოსკოვში ზურაბ წერეთლის ქანდაკება დადგეს

სასამართლომ დაარეგისტრირა 15 ივლისს შესული სარჩელი, თუმცა წარმოებაში ჯერ არ მიუღია. სასამართლოს მასალებში სასარჩელო მოთხოვნების საფუძველი მითითებული არ არის.

ზურაბ წერეთლის თანაშემწის თქმით, ამ დროისათვის ვითარებაში იურისტები ერკვევიან და კომენტარი ჯერჯერობით არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში ზამოსკვარეცკის სასამართლომ უკვე დააჯარიმა წერეთელი 522 ათასი რუბლით. როგორც მაშინ სააგენტო Москва წერდა, პრეფექტურამ სწორედ ამ თანხით მოანგრია თვითნებური მიშენებები ბრიანსკის ქუჩაზე მდებარე წერეთლის სახელოსნოს.

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ხელოვანი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია, დაჯილდოებულია არაერთი მედლითა და ორდენით, მათ შორის, სოციალისტური შრომის გმირისა და ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“.