ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა მფლობელი შეიცვალა

გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის მფლობელის შეცვლის შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრის სააგენტოში შესაბამისი განცხადების შესვლიდან ორი საათის შემდეგ მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაფორმების შესახებ.

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.

ხალვაში: „რუსთავი 2"-ზე სიტყვის თავისუფლება შენარჩუნდება, გვარამია წავა

„რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის მფლობელის შეცვლის შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრის სააგენტოში შესაბამისი განცხადების შესვლიდან ორი საათის შემდეგ მიიღეს. ამიერიდან ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, კომპანია „პანორამას“ – 40%. ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აქამდე ტელეკომპანიის წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანაშვილი – 22%, გიორგი ყარამანაშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე – 9%.