ყვითელი ამბები

ლედი გაგა წვეულებაზე ანუკი არეშიძის კაბით მივიდა – ფოტო

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის კაბაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
Sputnik

ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის HAUS LABORATORIES პრეზენტაციაზე ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის ტყავის შავი კაბა მოირგო. კაბა ქართველი დიზაინერის უახლესი კოლექციიდან არის.

უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალი ბოლო დროს ხშირად ჩნდება ქართველი დიზაინერების სამოსში. 24 ივნისს ამერიკელი სუპერვარსკვლავი 23 წლის ქართველი დიზაინერის აკა ფროდიაშვილის ტყავის სამოსით მივიდა ნიუ-იორკში, ჰარლემის ლეგენდარულ თეატრ „აპოლოში“ გამართულ წარმოდგენაზე.
უფრო ადრე ლედი გაგა საზოგადოების წინაშე თამუნა ინგოროყვასა და ავთანდილის კაბებშიც გამოჩენილა.