„შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ უჩნდება. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა. თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. დღეს გიორგი გახარიას გადადგომა პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ღალატი იქნებოდა. მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს", – აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, პოლიციამ 20-21 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.